ფეხბურთი

0:50 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შანსი ქვილითაიას - იარემჩუკი რამდენიმე თვე იუქმებს

ბელგიურ „გენტს“ მთავარი ფორვარდი რომან იარემჩუკი გამოაკლდა. უკრაინელმა ფორვარდმა ოპერაცია დღეს გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და რამდენიმე თვე გაუცდება.

უკეთეს შემთხვევაში მისი უქმობის პერიოდი 2-3 თვე გაგრძელდება, ხოლო ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარება უპრიანი არ იქნება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იარემჩუკის ტრავმა გიორგი ქვილითაიას შანსია, რადგან მისი უშუალო კონკურენტი იყო. ჩვენებურმა ორიოდ დღის წინ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა კიდეც, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ სათამაშო დრო გაეზრდება.

რაც შეეხება რომან იარემჩუკს, მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

0.132113