ფეხბურთი

19:36 | 20.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრამ პოგბას ურჩია: "დროა "მანჩესტერიდან" წახვიდე"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა პოლ პოგბას „მანჩესტერის“ დატოვებას ურჩევს. „იუნაიტედის“ ყოფილი მცველის განცხადებით, რომელიც პოგბას თანაგუნდელი არამარტო საფრანგეთის ნაკრებში, არამედ „იუვენტუსშიც“ იყო, ფიქრობს, რომ პოლმა „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი თავი ამოწურა.

„როდესაც „მარსელში“ თამაშის დროს გულშემატკივარს დავარტყი, ჩემთან პრეზიდენტი და მწვრთნელი მოვიდა, მკითხეს: „პატრის, რა ვქნათ ახლა?“ მე ვუპასუხე, რომ კლუბს ვტოვებდი, რადგან არ მინდოდა გუნდში ნეგატივი მიმეტანა. ალბათ, ახლა დადგა დრო პოლი წავიდეს.

მოურინიოს მწვრთნელობის დროს მახსოვს, რომ „ლივერპულთან“ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მედია თამაშის შემდეგ მასზე და მოურინიოზე საუბრობდა. ეს „მანჩესტერისთვის“ შეურაცხყოფაა, როდესაც მხოლოდ ფეხბურთელზე და მწვრთნელზე საუბრობენ. სწორედ ამიტომ, ვიფქრობ, რომ „მანჩესტერის“ დატოვების დრო დადგა“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2016 წელს „იუვენტუსიდან“ 105 მილიონ ევროდ შეუერთდა. ფრანგ ფეხბურთელს ყველაზე აქტიურად „რეალს“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

0.124031