ფეხბურთი

11:15 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი ბუნდესლიგაში მეშვიდეა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა "დორტმუნდის" რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ჰეთთრიკი შეასრულა. 19 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში გახდა მეშვიდე მოთამაშე, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო. მსგავსი შედეგი აქამდე ენგელბერტ კრაუსმა (1963), ჰერმან ოლიჰერმა (1973), ოლაფ მარშალმა (1993), ადემარმა (2001), მარტინ ფენინმა (2008) და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დააფიქსირეს.

"დორტმუნდმა" ჰოლანდი "ზალცბურგიდან" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ნორვეგიის ნაკრების 19 წლის თავდამსხმელმა 23 მატჩში 31 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116392