ფეხბურთი

23:14 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას გმირობა: ლევანმა "ქონიას" ოქტომბრიდან ნანატრი გამარჯვება მოუტანა (+VIDEO)

ლევან შენგელიამ თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში „ქონიასფორს“ ნანატრი გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ანკარაგუჯუს“ ესტუმრა და 1:0 მოიგო.

ეს ერთადერთი გოლი შენგელიამ გაიტანა, რომელიც რიად ბაიჩმა კარგ პოზიციაში დროულად შენინშა და ლევანმაც უმნიშვნელოვანესი გოლი მიითვალა. საინტერესოა, რომ გამარჯვების გოლი ქართველმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა, ხოლო მანამდე მოედანზე 4 წუთის შესული იყო, 87-ე წუთიდან მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

ოფიციალურ მატჩებში შენგელიამ „ქონიას“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა (მეათე თამაშში), თუმცა, მანამდე 2020 წელიც გოლით დაიწყო, როდესაც „ალტინდორუსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

24 წლის ჩვენებურის გოლი მისი გუნდისთვის ორმაგად ფასეულია, რადგან „ქონიასფორმა“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (3 ფრე, 7 წაგება), ბოლოს 5 ოქტომბერს ჰქონდა მოგებული... აიქუთ კოჩამანის გუნდი 18 ტურში მოპოვებული ამდენივე ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.123826