თამაშგარე

10:40 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გადარეული დუარტე მენდეში

პორტუგალიაში ფეხბურთი სიგიჟემდე რომ უყვართ, ეს ამ რამდენიმე დღის წინ ლისაბონის “ბენფიკას“ ახალგაზრდა ქომაგმა, დუარტე მენდეშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მავანნი იძახიან, მენდეში უბრალოდ გიჟია და მას ფეხბურთის სიყვარულთან მხოლოდ სიგიჟე აკავშირებსო, თუმცა შეიძლება არც მთლად ასეა საქმე!


საქმე იმაშია, რომ მენდეშმა ამ ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუკი მისი ოცნება ახდებოდა და “ბენფიკაში“ გერმანელი მობურთალი იულიან ვეიგლი გადავიდოდა, ლისაბონის ქუჩებში მინიმუმ ერთი კილმეტრი შიშველ-ტიტველი ირბენდა და ამ ფაქტს ვიდეოკამერითაც დააფიქსირებდა.
საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ვეიგლი დორტმუნდის “ბორუსიადან“ ლისაბონურ კლუბში მართლაც გადავიდა და დუარტე მენდეშს მის მიერვე დადებული პირობა გაგიკვირდებათ და თავად გერმანელმა ფეხბურთელმა შეახსენა.
თანდართულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ დატანტალებს დუარტე მენდეში ლისაბონის წვიამიან ქუჩებში და თავად შეაფასოთ გიჟია თუ არა ეს კაცი.
https://www.youtube.com/watch?v=MiDsIo231JQ

0.114427