რომის „ლაციოს“ მორიგი გამარჯვება და ანა ფალკის მორიგი ცხელი ფოტო. იტალიელი მსახიობი და ყოფილი მოდელი „ლაციალეს“ თავგადაკლული ქომაგია და მისი წარმატება ისე ახარებს, რომ მოხდენილი სხეულის საჯაროდ გამოფენას არ ერიდება.
„ნაპოლისთან“ გამარჯვება ფალკიმ ინსტაგრამზე იზეიმა, სადაც ფოტო დედიშობილამ გამოაქვეყნა, მაგრამ „ლაციოს“ შარფი ისევ მასთან ერთად იყო.
„კიდევ ერთი გამარჯვება „ლაციოს“ ზონაში (იგულისხმება მატჩის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოგება) მავალდებულებს მოვალეობის შესრულებას. მარტო ჩემს საძინებელში, მაგრამ ყოველთვის ჩემს შარფთან ერთად“ - დაწერა ფალკიმ.
რომაელებმა ზედიზედ მეათე თამაში მოიგეს და სხვათა შორის, ანაც ამასთან დაკავშირებით ცხელ-ცხელ ფოტოებს ინსტაგრამის პირად გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს.