თამაშგარე

12:33 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიელინის მიმტევებელი ცოლი

ვეტერანი იტალიელი მცველი ჯორჯო კიელინი ამ სამიოდე თვის წინ სექსუალურ სკანდალში გაეხვა და ეს დიდი ოცობოდია ახმახ მობურთალს კინაღამ ოჯახის დანგრევად დაუჯდა. უფრო სწორად, რომ არა ცოლის მიმტევებლობა, კიელინი დღეს სასამართლოებში გაყრის საკითხებზე ირბენდა.

კიელინის ცოლი კაროლინა ბონისტალი როგორც ჩანს ნამეტნავად ბრძენი ქალბატონია და მან ქმრისთვის დიდსულოვანი მიტევებით ისეთი კარგი იმიჯი შეიქმნა, რომ დღეს ჯორჯოზე არანაკლები პოპულარობა აქვს მოხვეჭილი და მასთან ინტერვიუზე მისვლას იტალიელი ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებენ.

რაც შეეხება საკუთრივ სექს-სკანდალს... მეტად ბანალური ამბავია და ალბათ მრავალ ცნობილ ფეხბურთელს გადახდენია თავს. ჯორჯო კიელინიმ მეგობრებთან ერთად ბარში ვისკი დალია, მერე მოცეკვავე გოგონა მოუვიდა თვალში, რომელიც გვერდით მოისვა და მასთან ერთად გააგრძელა ჩაყლურწვა. მერე დათვრა და დილით როდესაც თვალი გაახილა, იმ გოგონას გვერდით ეძინა. ნეტა “ის“ ამბავი მოხდა თუ არა - ეგ თუ ახსოვს...

0.152436