უნგრული წარმოშობის ამერიკელმა პორნო-ვარსკვლავმა ალეტა ოუშენმა (ჭეშმარიტი სახელით მეგი ვარგა) ამასწინათ ისეთი უცნაური და დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა, რომ არამხოლოდ მისი მშობლიური სექს-სამყარო, არამედ სპორტის მოყვარული საზოგადოებაც შოკში ჩააგდო.
ზომიერად ჩაპუტკუნებულმა და მკერდზანზარა ალეტამ არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ სპორტსმენები როგორც წესი სექსის მხრივ არცთუ ბევრის შემძლე მამაკაცები არიან და ხალხში გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ სპორსტმენები თითქოს მძლავრი სექს-მანქანები იყვნენ თავიდან-ბოლომდე ბლეფია.
ალეტა ოუშენი ამ განცხადების გაკეთების დროს მხოლოდ საკუთარ დიდ გამოცდილებას რომ ეყრდნობა - ცხადია. თუმცა ოუშენის დანაჩივლები სპორტსმენებმა პირად შეურაცხყოფად მიიღეს და არაერთმა ამერიკელმა სპორტსმენმა მამაკაცმა თქვა, რომ მზადაა პორნო-ვარსკვლავს საპირისპირო პირადად დაუმტკიცოს.