ჯაბა კანკავა „დნიპროს“ ათწლეულის (2010-2019) სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ნახევარმცველი გამოცემა Football.com-მა გამოარჩია.
„მიუხედავად სტერეოტიპებისა, კანკავამ იცოდა როგორ დაეკავშირებინა ნახევარდაცვა შეტევისთვის, ის რამოსის ახალ სისტემაში ჯაჭვური როლი ჰქონდა. არასდროს ერიდებოდა მკაცრ შეჯახებებს და მუდამ იბრძოდა. ყოველთვი ცნობილი იყო სრწაფი გადაწყვეტილებებით. ოლეგ გუსევის დახმარება ბოიკოსთან შეჯახების შემდეგ პირველად მან მოახერხა, დროულად და კარგად.
ქართველი ცოტა უიღბლო იყო, რომ ამ ეპოქაში მოუწია თამაში, რადგან 90-იან წლებში ალბათ ტოპ ჩემპიონატში ითამაშებდა იმაზე უკეთეს გუნდში, ვიდრე „რეიმსია“. საინტერესოა, რომ „დნიპროში“ გატარებულ პერიოდში მხოლოდ ერთხელ გააძევეს“, - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, ჯაბა „დნიპროში“ 2007-2015 წლებში თამაშობდა და ბოლო სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იყო, როდესაც უკრაინელებმა ევროპა ლიგის ფინალს უწიეს. 2015 წლის ზაფხულში კი, ჩვენებური ფრანგულ „რეიმსში“ გადავიდა.