გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" შინ "დენვერთან" 116:124 წააგო. ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე 9 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს ერთი ქულა და ორი მოხსნა შესძინა. გოგამ ორიდან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ინდიანაპოლისელებმა პირველი პერიოდი ათი ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ სამივე პერიოდი დათმეს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯერემი ლემბმა ჩააგდო. პორტერმა 25 ქულა მიითვალა.
"ინდიანა" 22 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენი გუნდი,ჩვენი დრო,ჩვენი მვპ ასეთი მაისურებით დადიოდა ხალხი დარბაზში,მოკლედ სულ სხვა იყო კობის დროინდელი ლეიკერსი
საჯარიმოს ხაზზე რომ დგებოდა ტიპი მვპ მვპ შეძახილებით ინგრეოდა ხოლმე დარბაზი თითქმის მთელი კარიერა.სადაა დღეს იმდენი სიყვარული სხვა მოთამაშის მიმართ ამ ლეიკერსში.ამ ლეიკერსში კი არა ზოგადად ნბა-ს ისტორიაში არ ქონია არცერთ კალათბურთელს იმდენი სიყვარული ქომაგების მხრიდან(ჯორდანის ჩიკაგოს გარდა)როგორც კობის ქონდა სტეპილსენთერში
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=A5EYs4i9CLE')>0?'https://www.youtube.com/watch?v=A5EYs4i9CLE':'https://www.youtube.com/watch?v=A5EYs4i9CLE'))
გახდეს მვპ ვინმე ამ გუნდიდან ამის მეათედი ემოციები არ იქნება.ინგრევა დარბაზი კობის მვპ-იზე
ინგრამის ჩაგდებული ბურთები უფრო უხაროდათ ტიპებს ვიდრე ლებრონასი რაღაა სალაპარაკო.არაა ეს გუნდი იმ ხალხის გუნდი და პროსტა გასართობად დადიან მართლა.დიდად არც შედეგი არ აინტერესებთ რას მიაღწევს გუნდი იმიტომ რომ არ თვლიან მათ გუნდათ.ერთადერთია მართლა დევისი რომელიც უხარიათ რომ ლეიკერსშია,დალშე კიდიათ ყველა.დევისი მაინც ახალგაზრდაა და მთავარი სახელის დატოვება მაინც ლეიკერსში შეუძლია და მიტომ.ანუ შაკი-კარიმისავით წარმოუდგენიათ დევისი რომლებმაც ლეიკერსამდე კი სხვაგანაც ითამაშეს(შაკმა ორლანდოში 4 წელი,კარიმმა მილუოკიში 6 წელი)მაგრამ მთავარ წარმატებას მაინც ლეიკერსში მიაღწიეს და პირველრიგში მაინც ლეიკერებად ითვლებიან.იგივეს იმედი აქვთ დევისის შემთხვევაში,აი ლებრონა კი საერთოდ კიდიათ ტიპებს,გინდ ყოფილა და გინდ არა.კაცი 15 წელი მეტოქე იყო ვინ ჩათვლის იმას თავისიანად.არ უნდა მიეყვანათ ლებრონა ლეიკერსში.სტეპილსენთერი არასდროს არ იქნება ლებრონის სახლი,ყოველთვის სტუმარივით იქნება მაგ დარბაზში და ეტყობა კიდეც ყველა თამაშზე მეორე წელია უკვე
ჯერ იყო ჯერი ვესტი 60-იანებში,მერე მეჯიქ ჯონსონი 80-იანებში და ბოლოს კობი ბრაიანტი 20 წელი.ეს სამი კაცი არის ლეიკერსის მთავარი სახე.კი იქ იყო ვილტი,იყო კარიმი,იყო შაკი რომლებმაც ასევე ბევრი გააკეთეს ლეიკერსისთვის მაგრამ თავისი აღზრდილით როცა აღწევს წარმატებას გუნდი ეგ ასმაგად სასიხარულოა ადგილობრივი ქომაგისთვის.მესამე უნდა გამოჩნდესთქო ქვემოთ მეწერა(ვესტი გამომრჩა და პახმელიაზე მეპატიება)მეოთხე უნდა გამოჩნდეს ვინმე ისეთი მეგასტარი რომელსაც ლეიკერსი გამოზრდის.მანამდე იქნება სრული სიყალბე სტეპილსენთერში
ამ ახალი წლის დღეებმა ცოტა მომწყვიტა სპორტს მაგრამ არაუშავს მთავარია კისერი არ მოუწყვეტია ბოლომდე)))))))გილოცავთ ყველას.ეს ბოლო დღეები არ მინახავს თამაშები და კარგად არც ვიცი რეები მოხდა უბრალოდ ჰაილაითები ვნახე ახლა ლეიკერსი-პელიკანსის ამ დილის თამაშის და დევისი რა მაგარია ეს ჩემისა)))))ცხოველია ტიპი.ერთადერთია ვის გამოც მართლა შეიძლება უქომაგოს სტეპილსენთერის პუბლიკამ ამ ლეიკერსს თორემ დალშე ლებრონა რომ დიდად არ ეხატებათ გულზე ეგ იასნია.იასნია ისიც რომ რაც არ უნდა ჩემპიონი გახდეს ელეი და რაც არ უნდა სუპერკალათბურთი ითამაშოს ხალხი მაინც არაა ისეთ მუხტზე სტეპილსენთერში.ისეთ კაცს უყურებდნენ 20 წელი ის ენატრებათ კიდევ.ძაან მაგარი ეპოქა შექმნა კობიმ ლეიკერსში და რთულია დღეს ის ემოციები ქონდეს ხალხს რაც მაშინ ქონდათ დარბაზში.იმენა მათი გუნდი იყო მაშინ ლეიკერსი,დღეს კი ვიღაცა სტარები მოვიდნენ 2-3 წლით და არც თვლიან დიდად თავისიანებად იმათ.ლეიკერსი არის გუნდი რომელსაც უნდა თავისი აღზრდილი სუპერვარსკვლავი,ასე იყო მეჯიქის შემთხვევაში და ასე იყო კობის შემთხვევაში.სანამ მესამე არ გამოჩნდება ვინმე ისეთი ვისაც თვითონ ლეიკერსი არ გამოზრდის მეგასტარად მანამდე ძველი მუხტი არ დაბრუნდება ელეის ქომაგებში.ამიტომ არ უნდა გაეცვალათ ინგრამი.მეჯიქი-კობის დონის დადებას ინგრამი ვერ შეძლებდა მაგრამ მაინც ლეიკერი იქნებოდა და უფრო სასიხარულო იქნებოდა ელეის ქომაგებისთვის ინგრამის გარშემო აწყობილ გუნდს მოეგო რამე ვიდრე ამ გუნდს.იმედია ლებრონას წასვლის შემდეგ ვინმე სტარ ახალგაზრდას გაჩითავს ელეი,წინააღმდეგ შემთხვევაში სტეპილისენთერში ნამდვილი ქომაგობა არ დაბრუნდება.ყველაფერი ახლანდელი ემოციები იქნება სიყალბე
ინდიანას მწვრთნელს კი ვლანძღავთ და მაგრამ ბოლო ბოლო რა ქნას იმ კაცმაც ? აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას და ეს კი რაღაცა გაუბედაბად მოქმედებს ფარს თითქმის არ უტევს და სულ ჩრდილშია ! ცოტა უფრო გაბედულად გოგაა ! იგივე საბონისს ბევრით სულაც არ ჩამორჩები
გოგაზე ვერ ვიგებ ხან ისე ითამაშებს იმედს მოგვცემს მერე ისევ ფერმკრთალია, არადა ბევრს და რუკის არ ვითხოვთ, საშვალო დონეზე კმაყოფილები ვიქნებით, რა ნომრადაც აირჩიეს მაგ დონე ითამაშოს.
გილოცავთ ახალ წელს.
დღეს ისეი გუნდის წინააღმდეგ იყო თამაშ გოგასთვის რო პასები მიეცა არ ეცალათ დაბლებს. 10 წუთიც არაა ცუდი გოგასთვის პროსტა ამ 10 წუთში 6-7 ქულა მაინც რო აიღოს 3 მოხსნით 1 ბლოკით საშუალოდ უკვე კარგი იქნება. როცა 2-3 ქულა გაქ საშუალოდ ჩთვალე რო კაი ამბავი არაა ეგ, ამიტო ცოტა მეტი მონდომება უნდა გოფას რა დროსაც იქნება პარკეტზე, ცოტა მეტი რისკი.
დევიდ სტერნი გარდაიცვალა 2 დღის წინ, ეგ კაცი იმ დონის ფიგურა იყო ენბიეიში რო რავი არც კი ვიცი მაგ დონის როჟ თუ ყოფილა ან არის ვინმე ნებისმიერ სპორტში, ვგულისხმობ მენეჯმენტში. ენბიეი მაგის ხელში ავიდა სულ სხვა დონეზე, ძაან მაგარი მენეჯერი იყო აშარად.
რაც შეეხება ლუკა მეჯიქს, მაგრა მაი ტერესებს ვინ გახდება ოლ სტარის კაპიტანი ლუკა, ლებრონი თუ დევისი.