ფეხბურთი

20:19 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია "ვიტესის" ათწლეულის რეკორდსმენია

საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ მცველი გურამ კაშია „ვიტესის“ ბოლო ათწლეულის რეკორდსმენია.

Opta-ს ცნობით, არნემელთა მაისურით ჰოლანდიის ერედივიზიონში 2010 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი 244 თამაში კაშიამ ჩაატარა და ბუნებრივია, ეს რეკორდია.

შეგახსენებთ, გურამი ჰოლანდიური გუნდის რიგებში 2010-2018 წლებში თამაშობდა და უშუალოდ ერედივიზიონში ხსენებულ 244 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, 292 შეხვედრაში თავი 24-ჯერ გამოიჩინა და 2017 წელს ჰოლანდიის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101695