ფეხბურთი

2:38 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა: "მანჩესტერის" თამაში მოხუცების სექსს ჰგავს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მდგომარეობა მოხუცების სექსს შეადარა. ფრანგი ფეხბურთელი მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერი“ ძველ სიდიადეს დაიბრუნებს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თუმცა, ახლა მისი თამაშის ყურება მოხუცების სექსს ჰგავს. ცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს, მაგრამ საბოლოოდ იმედგაცრუებული რჩები.

როდესაც ვსაუბრობ მოხუცების სექსზე, ჩემზე არ ვლაპარაკობ, ეს უბრალოდ მეტაფორაა. ცხადია, „მანჩესტერი“ დაბრუნდება, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდია“, - განაცხადა კანტონამ.

0.103415