ფეხბურთი

16:36 | 14.12.2019 | ნანახია 1403 - ჯერ

ჩაკვეტაძე განაცხადში - ზედიზედ მესამედ

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ სამატჩო განაცხადშია, უკვე ზედიზედ მესამედ. ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბუფალო“ „ოსტენდეს“ დაუხვდება და გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ჩვენებური მოხვდა.

ჩაკვეტაძესთან ერთად განაცხადში გიორგი ქვილითაიას იმყოფება და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძემ ახლახან მოიშუშა ტრავმა და ბოლო ორ შეხვედრაში („ვარეგემთან“ და „ოლექსანდრიასთან“) ჯამში 30 წუთი გაატარა მინდორზე.

აქვე გეტყვით, რომ „გენტისა“ და „ოსტენდეს“ თამაში 15 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:02 | 15.12.2019
araza-1918 (6330)

მარტი

22:08 | 14.12.2019
ogafa (10230)

ორივე ჭირდება ნაკრებს

20:00 | 14.12.2019
welder (1068)

ქვილითაია მეცოდება პრაქტიკის გარეშე როა. არადა ნაკრებს ძალიან სჭირდება

18:57 | 14.12.2019
dinamo222 (8587)

უკვე არის ფორმაში და ნაღდად შეიძლება 1 ტაიმი მაინც ათამაშონონ მაგრამ ალბათ ისევ ბოლო 15 წითით გამოიყვანენ და ქვილითაიას კი ისევ დამატებით 91- წუთზე @

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064387
სარეკლამო ადგილი - 99
X x X