ფეხბურთი

12:18 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "შემეძლო ჩაკვეტაძის განაცხადში შეყვანა, მაგრამ..."

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა რამდენიმე დღის წინ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება დააანონსა, თუმცა „ზულტე ვარეგემთან“ დღევანდელ სამატჩო განაცხადში ჩვენებური არ ჩანს.

ამასთან დაკავშირებით დანიელ სპეციალისტს კომენტარის გაკეთება მოუწია და აღნიშნა, რომ აჩქარება საჭირო არაა.

„გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება, მხოლოდ სათამაშო რიტმი აკლია. შემეძლო შაბათის მატჩის განაცხადში შემეყვანა, მაგრამ ვამჯობინე, რომ დავიცადოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეუფერხებლად მოემზადოს და ძალიან არ ვიჩქაროთ“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ბოლოს 21 აპრილს, ბრიუსელის „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.

0.113846