ფეხბურთი

1:42 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ ბელგიაში პენალტი გამოიმუშავა (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-17 ტურში გიორგი ქვილითაია „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და „კორტრაიკთან“ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

ჩვენებურის გუნდმა 2:0 იმარჯვა, ხოლო მეორე გოლში გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა. საჯარიმოში წააქციეს და VAR-მა პენალტი დანიშნა, რომელიც ვადის ოჯიჯა-ოფოემ გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახადა.

ქვილითაიას მიმდინარე სეზონში ხშირად არ ეძლევა 90 წუთი თამაშის შესაძლებლობა მსგავსი რამ მხოლოდ მეორედ მოხდა. „გენტისთვის“ სეზონი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, 32 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064214