მიმდინარე სეზონის შემდეგ, „ჰერტას“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებლის, ნიკო კოვაჩის მიწვევას აპირებს - წერს გერმანული Kicker.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლომდე ბერლინურ კლუბს იურგენ კლინსმანი გაწვრთნის. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ამ თანამდებობას ხორვატი სპეციალისტი ჩაიბარებს.
ფეხბურთელობისას კოვაჩი „ჰერტას“ ღირსებას 2003-06 წლებში იცავდა.