კალათბურთი

10:52 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 29 ქულა და დამარცხებული "მადეირა"

დუდა სანაძის ზეშედეგიანი თამაში პორტუგალიაში. “ოლივეირენშეს” ქართველმა ლეგიონერმა სეზონის საუკეთესო მატჩი “მადეირასთან” ითამაშა. ოლივეირენშელებმა მეტოქეს 97:83 მოუგეს, სანაძე კი 29 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

დუდა ტრადიციულად სასარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:08 წუთი გაატარა. ამ დროში სანაძემ 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

7 მოგებითა და 1 მარცხით სანაძის გუნდი “სპორტინგთან” 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 29 ნოემბერს, “ოლივეირენშე” პირველ ადგილზე 8 მოგებით მყოფ “პორტოს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098554