საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი ჩაატარა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ვიბორგში დანიას ესტუმრა და 0:14 წააგო...
დანია ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია, მაგრამ ასეთი ანგარიში მაინც არ იყო მოსალოდნელი. თუნდაც ის რად ღირს, რომ ერთი თვის წინ თბილისში დანიელებმა მხოლოდ 2:0 იმარჯვეს.
დღევანდელ დაპირისპირებას რაც შეეხება, ბუნებრივია, მასპინძელთა უპირატესობა ძალზე სოლიდური იყო და ქართველებმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. პირველი ტაიმის შემდეგ სკანდინავიელები უკვე ორნიშნა მაჩვენებელზე იყვნენ ასულნი.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც ხუთი ტურის შემდეგ ქულას არ მოუპოვებია და შესაბამისად, უქულოდ ბოლო, მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 5 მარტს, სტუმრად მალტის ნაკრებთან ჩაატარებს.
დანია - საქართველო 14:0 (10:0)
გოლები: 1:0 ნადიმი (4), 2:0 ლარსენი (16), 3:0 ლარსენი (19), 4:0 სვავა (26), 5:0 სორენსენი (27), 6:0 სვავა (28), 7:0 ჰარდერი (34), 8:0 ნადიმი (36), 9:0 სორენსენი (39), 10:0 ჰარდერი (45), 11:0 ლარსენი (53), 12:0 73), 13:0 ჰარდერი (82), 14:0 მადსენი (90)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გაბუნია (სუხაშვილი 46); პასიკაშვილი, კალანდაძე, სუთიძე, ტატუაშვილი, რაუხი; ბაქრაძე, თოდაძე, მატვეევა, ჭყონია (ჩემინავა 46); ჭიჭინაძე (დანელია 46)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რატომ ცდილობენ კაცის ვიზუალი მიიღონ?
+ არ ვიცი-( მაგათ შეიძლება იმიტო შევხედო ქალები რომ არიან და აქაც კაცი და მაგათ დშშვცი მაშინ
რა გახარებული სახეები აქვთ უხარიათ მეთხუტმეტე გოლი რომ არ გაუშვეს ?
კაი, თამაში არ იციან გასაგებია, იმედია ხაჭაპურის გამოცხობა მაინც იციან, უფრო გამოადგებათ სამომავლოდ, ფეხბურთს შეეშვან.
+
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
1 გოლი არ გაგვატაანინეს, ვინ არიან ეს დაუნდობლები..
ჩვენი ქალები ალბათ შოპინგს გადაყვნენ და არ ეცალათ ფეხბურთისთვის...