ფეხბურთი

21:40 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი გაფრთხილება სამ წუთში - თურქეთში ლევან შენგელია გააძევეს (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ლევან შენგელიას „ქონიასფორი“ „სივასფორს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა (0:2). სტუმართა რიგებში ლევან შენგელიამ მინდორზე 78 წუთი გაატარა.

ჩვენებური მწვრთნელს არ შეუცვლია - გააძევეს. შენგელიამ პირველი ყვითელი ბარათი 75-ე წუთზე მიიღო, ხოლო სამ წუთში დაუფიქრებლად ითამაშა, მეტოქეს გაშლილი ფეხი სახიფათოდ ჩაარტყა და მეორე გაფრთხილება ბუნებრივია წითელ ბარათში გადაიზარდა.

იმ დროისთვის ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა, მაგრამ რიცხობრივ უმცირებოსაში „ქონიამ“ თავი ვერ დაიცვა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

შენგელიამ მიმდინარე სეზონში 7-ჯერ ითამაშა სუპერლიგაში, ხუთჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, უკვე მოასწრო ავტოგოლის გატანა და წითელი ბარათის მიღებაც. „ქონიასფორმა“ კი თავის მხრივ მიჯრით მეოთხე მოუგებელი თამაში ჩაატარა (1 ფრე, 3 წაგება) და 13 ქულით მე-11 ადგილამდე დაქვეითდა.

0.136038