საქართველოს დელეგაციისთვის უნგრეთში წარმატებით დაიწყო 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. ორი ქართველი მოჭიდავე მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი ფინალში გავიდნენ და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.
70 კგ წონით კატეგორიაში სხულუხია რუს ჩერმან ვალევს დაეჭიდება, ხოლო ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ აბაკაროვს შეხვდება.
გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან გააგრძელებენ ასპარეზობას ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ). ფინალური ორთაბრძოლები 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.
გარდა ამისა, დღეს შეჯიბრებაში თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) ჩაერთვებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/danamatebi')>0?'https://www.facebook.com/danamatebi':'https://www.facebook.com/danamatebi')) მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი ამერიკიდან შემოგვიერთდით.
კაროჩე დვალი ხათრიტაც ვერ ხვდება გუნდში თან აზერებთან აქ კიდევ ხალხი ნაკრებში გაოძახებას იტXოვდა!!
გეიგულავეს ბოვშებმა
უცებ გულაობა წავიკითხე