ფეხბურთი

21:25 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: "ბენფიკასთან" და "ბრაგასთან" ახლოს ვიყავი, ამაზე ფიქრი ერთი წელი არ მასვენებდა"

საქართველოს ნაკრებისა და სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარე გიორგი მაკარიძე კარგ ფორმაშია და მიმდინარე სეზონი მისთვის წარმატებულად დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა პროტუგალიის პრიმეირა ლიგის შვიდივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მხოლოდ 5 გოლი გაუშვა და ხუთჯერ კარი მშრალად შეინახა.

გიორგის გოლები მხოლოდ „პორტუს“ (ოთხი) და „ბენფიკას“ (ერთი) ფეხბურთელებმა გაუტანეს. "ტონდელასთან", "მორეირენსესთან", "ჟილ ვისენტესთან", "ბრაგასთან" და "პორტიმონენსესთან" გოლი არ გაუშვია. ჩვენებურის დამაჯერებელი თამაში არ გამორჩენია ავტორიტეტულ პორტუგალიურ გამოცემა A Bola-ს, რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა.

სწორედ ამ საუბარში მაკარიძემ ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ბრაგაში“ არშემდგარი ტრანსფერები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ოცნებობს.

- „მორეირენსეში“ შესანიშნავი სეზონის შემდეგ 2016-2017 წლებში, თითქმის ერთი წელი აღარ თამაშობდით. რა მოხდა?

- მოტივი არასდროს მესმოდა. პრეზიდენტი არ უშვებდა, რომ მეთამაშა და გუნდის განაცხადში მოვხედრილიყავი. არმგონია, რომ ის დავიმსახურე, რაც გამიკეთეს, მაგრამ დანებება არც მიფიქრია. ვიცოდი, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდებოდი და ასეც მოხდა.

- ამ პერიოდში იყო „ბენფიკას“ ინტერესი, რომელიც ედერსონის მემკვიდრედ მიგიჩნევდა, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. ნამდვილად ასე ახლოს იყო ტრანსფერი?

- ახლოს იყო, მაგრამ არ შედგა... მერე „ბრაგაც“ დაინტერესებული გახლდათ, მართლაც სერიოზულ ინტერესს იჩენდა, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ „ბრაგაში“ არ წავსულიყავი ბევრი მიზეზით და ალბათ ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი არჩევანი.

- იმედგაცრუება იგრძენი?

- დიახ, რა თქმა უნდა. ამაზე ფიქრი ერთი წლის განმავლობაში არ მასვენებდა.

- ეს ოცნება დახურულია?

- არა. ეს მიზანი ყველა ფეხბურთელს აქვს, ყველას უნდა, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102451