ფეხბურთი

13:21 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები ჩერნოგორიით იწყებენ და რუმინეთით ამთავრებენ

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, ევრო-2015-ის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპის მე-11 ჯგუფს 8 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან შეხვედრით გახსნის. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 16 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, “მიხეილ მესხის” სათადარიგოზე ერთმანეთს რუმინეთი და კვიპროსი დაუპირისპირდებიან.

10 ოქტომბერს, იმავე არენაზე ქართველები კვიპროსთან ითამაშებენ, ხოლო სათადარიგოზე რუმინეთი-ჩერნოგორიის მატჩი ჩატარდება. თამაშების დაწყების დრო შესაბამისად 16 და 14 საათებია.

13 ოქტომბერს საქართველო-რუმინეთისა და ჩერნოგორია-კვიპროსის შეხვედრები გაიმართება. ორივე სტარტს 16 საათზე აიღებს.

ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში ითამაშებენ.

19-წლამდელები რამდენიმე დღეა მომავალი ტურნირისთვის ემზადებიან და დევდარიანმა შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“).

მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი თევზაძე (ყველა „საბურთალო“), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), ზურაბ მალანია („შუქურა“), ზურაბ ჯაფიაშვილი („დინამო“).

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „მეტალურგი“), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი ბერიძე („დილა“), დემურ ჩიხლაძე („დინამო“).

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („გენკი“, ბელგია), აკაკი შულაია („მერანი“), მათე კვირკვია („ვიტ ჯორჯია“), ილია კერძევაძე („სამტრედია“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია), ცოტნე მესხი („შუქურა“).

0.113982