ფეხბურთი

0:20 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა ტესტ-მატჩები “გალათასარაისთან” გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთში იმყოფება, პირველი ტესტ-მატჩი გამართა და “გალათასარაის” 20-წლამდელთა გუნდი 2:1 დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდი სტამბულში 4 მარტს გაემგზავრა. ეს შეკრება ელიტ-რაუნდისთვის სამზადისის ერთ-ერთი ეტაპია. ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, მაისურაძემ თან რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც იახლა.

“გალათასარაისთან” შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები უკვე მატჩის მე-19 წუთზე დაწინაურდნენ. ლევან შენგელიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა და ჩვენი გუნდი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

51-ე წუთზე “გალათასარაის” ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს, თუმცა, ზუსტად რვა წუთში გიორგი პაპუნაშვილის ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა და მატჩიც, საბოლოოდ, ამ ანგარიშით დასრულდა – 2:1.

 

გალათასარაი-U20 – საქართველო-U19 1:2 (0:1)

საქართველო-U19: გოშაძე, ნ.ჭანტურია (კაპ.), გურეშიძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი, აბურჯანია, ცინცაძე, პაპუნაშვილი (გოროზია. 72), ზარანდია (მზევაშვილი. 76), შენგელია (მესხი. 46), ჯიქია (ბერიძე. 46).

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

გოლები: ცინცაძე (19 პენ), პაპუნაშვილი (59).

მომდევნო ტესტ-მატჩს 19-წლამდე ნაკრები 7 მარტს გამართავს. ქართველ ფეხბურთელთა მოწინააღმდეგე “ქასიმფაშას” 20-წლამდელთა გუნდი იქნება, 8 მარტს კი, ნაკრები თბილისში დაბრუნდება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114876