28 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ხოლო საქართველოს ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის პირველ კალათაშია.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კალათები ასე გამოიყურება:
A: ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, საქართველო, სერბეთი (მოქმედი ჩემპიონი), რუსეთი, ინგლისი.
B: გერმანია, უკრაინა, ბელგია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, შვედეთი.
C: ნორვეგია, ჩერნოგორია, შვეიცარია, იტალია, თურქეთი, დანია, საბერძნეთი.
D: ბულგარეთი, შოტლანდია, რუმინეთი, კვიპროსი, უელსი, ლიტვა, ისლანდია.
ელიტ რაუნდის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე, რომელიც 19-31 ივლისს უნგრეთში გაიმართება თითო ნაკრები გადის, რომელთაც მასპინძელი უნგრელი თანატოლები დაემატებიან.
ამავე დღეს, 17 წლამდელთა ელიტრაუნდის კენჭისყრა შედგება. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია თავკაცობს საქართველო მე-3 კალათაშია.
A: გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი.
B: სერბეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ისლანდია, შოტლანდია, თურქეთი.
C: საბერძნეთი, ბელგია, საქართველო, ჩეხეთი, ლატვია, რუსეთი (მოქმედი ჩემპიონი), ავსტრია.
D: ირლანდია, უელსი, ნორვეგია, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, უკრაინა.
ამ შემთხვევაშიც ჯგუფებიდან თითო გუნდი გადის. ფინალური ეტაპი 2014 წლის 9-21 მაისს მალტაზე გაიმართება და მასში მასპინძელი მალტა შესარჩევი ციკლის გავლის გარეშე ითამაშებს.
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფავორიტები არიან ჩვენები 19U ძლიერად თამაშობენ ტორპედოს დამსახურება საკმაოდ დიდია მუდმივი პრაქტიკა აქვთ შეთამაშებულები არიან დანარჩენებს ამ მხირვ აღემატებიან მეტი ახალგაზრდა გვინდა სხვადასხვა გუნდებში ეუროპაზე თუ გავედით და იქ ბიწებმა თავი კარგად წარმოაჩინეს კარგ გუნდებში გადანაწილდებიან ტორპედო ფულს მიიღებს და ახალ შევსებას
ალბათ ყველა ფიქრობს საქართველოს შემახვედრაო.
რატომ უნდა იფიქრონ ? ესეც დიდების ნაკრები კი არაა ! იმათთან შეხვედრას კი ნაღდად ნატრობს ყველა !
კაკაბაძე-ჭანტურია-დვალი-თევზაძე(გურეშიძე-ჩაკვეტაძე)
აბურჯანია-ცინცაძე(ჭეჭელაშვილი-გოროზია)
მზევაშვილი-პაპუნაშვილი-ზარანდია(წილოსანი-ახვლედიანი-კიკაბიძე, ან შულაია)
ჯიქია(დარციმელია და შეიძლება კერძევაძეც)
U 19 - ის დიდი იმედი მაქვს
19 წლამდელების დიდი იმედი მაქვს.. 17 წლამდელებისგან სასწაულს მოველი.. სუსტად გამოვიდნენ შესარჩვეში და ვნახოთ თუ მოუმატებენ მაგას რა ჯობია.. უბრალოდ მე-3 კალათიდან ძალიან რთული იქნება.. თუმცა წინა თაობას ინგლისი-ესპანეთი ყავდა ჯგუფში მაგრამ მშვენივრად იასპარეზა და ვნახოთ აბა... წარმატებები ორივე ნაკრებს !!!
ხო ამ 19წლამდელებმაც შვედეთთან წააგეს 2-0ი და ისე გავიდნენ პირველი ჯგუფიდან, მაგრამ რავიცი, თამაშს რო უყურებდი მაინცდამაინც არმომწონდა...
ისე რუსეთის ახალგაზრდულში რომ არის ნიკა ყიფიანი(გამთამაშებელია) ძალიან კარგი პრესა აქვს როგორც ვიცი და ძალიან ეიმედებათ, ასევე ნიკა მელქაძეა(შემტევი ნახევარმცველი) მოსკოვის სპარტაკში... ორივე ბომბარდირები არიან თავისი კლუბების(მიუხედავად იმისა რო ნახევარდაცვაში თამაშობენ) და კარგი იქნება თუ მოხერხდა მათი საქართველოს ახალგაზრდულში წამოყვანა...
მოგელანდა აშკარად შვედეთი არც გვინახია
შვედეთთან როდის წავაგეთ? არ მახსოვდა ეგ ..
19წლამდე!
).
B-ე კალათიდან იმედია გერმანია არშეგვხვდება მაინცდამაინც(სხვები არვიცი კარგად) და ბელგია კიდე.
C-ე ჯგუფში, შვეიცარიას ყოველთვის კარგი ახალგაზრდულები ყავს, ისევე როგორც თურქეთს.. პლიუს იტალია(მაგრამ ამ ასაკში ძაან გამორჩეული მგონი არავინ ყავთ). თუმცა ამ კალათის გუნდებს წესით ყველას უნდა ვაჯობოთ თუ ესე გავაგრძელეთ.
D-კალათაში კი შოტლანდიაა მგონი ყველაზე ძლიერი, 4ი 17წლის ფეხბურთელი ყავთ უკვე 21წლამდელში და 2ს დანდიში მუდმივი პრაქტიკა აქვთ უკვე(ერთზე დღეს დაიდო პატარა მესიო და რაღაცეები
თუმცა გერმანია-ბელგია თუ არშეგვხვდა არუნდა გაგვიჭირდეს.
17წლამდელების იმედი კი დიდად არმაქ, აქ ნათამაშებს თუ გავითვალისწინებთ...
Madrileño
თუნდაც შესარჩევში ნაკრები, როგორ ათამაშა ვერ ნახე?
გერმანიაა მეორეში და რუსები 1 ში? რატომ არის ასე?
ანალოგიური შეკითხვა საქართველოზეც შეიძლება ითქვას...
მაგრამ ვინც ძლიერია და დაიმსახურა ისაა პირველ კალათში...
ინგლისი? აქ არ იყო მესამეზე გავიდა.
არა ჰოლანდია იყო გასაგებია ახლა მაგრამ გერმანია მაინც არ იმსახურებს მეორეს,მაგატ დაეჯახებათ რუსეთი და გაასწორებს.
Madrileño
აკობიას ხელში ვერა
ვნახოთ, რა იცი რა ხდება
მიდით ბიჭებო უნდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან!!
19-წლამდელების უდიდესი იმედი მაქვს. 17-წლამდელებსაც მშვენიერი შანსი აქვთ.
წარმატებები
იმედია გერმანელები არ მოხვდებიან 19-თან
აუ 17 რას იზამენ ნეტა? 19 მჯერა
17 ები მარტში,,19 ები აპრილში
მადლობა ჩემი ძმა
და თვითონ ეს ელიტ რაუნდები როდის იწყება? თუ წერია და მე ვერ მივხდი მაპატიეთ ))
რუსებთან თამაში არცერთ ასაკობრივს არ მოგვიწევს,,ცუდია..
და რა მნიშვნელობა აქ ვისთან ვიტამაშებთ.. მტავარია გავიდეთ.. რუსეთთან ტამაში არც არის სასურველი რადგან ზოგიერთი ურა პატრიოტის გამო სერიზოული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნებიან ბიჭები...