კატალონიის „ბარსელონას“ შემტევ ანსუ ფატის ფიფამ მწვანე შუქი აუნთო და ამიერიდან ესპანეთის როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებში თამაში შეეძლება.
16 წლის ფეხბურთელი გვინეა-ბისაუში დაიბადა და ამ ქვეყნის გარდა, პორტუგალიის ნაკრებშიც შეეძლო თამაში, თუმცა თავად ესპანეთი აირჩია:
ბოლო საათებში ფიფადან გვაცნობეს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია იქნა მიღებული, რაც ნიშნავს, რომ ანსუ ფატის ესპანეთის სახელით თამაში შეუძლია თუ მწვრთნელები მის გამოძახებას საჭიროდ ჩათვლიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანსუ ფატი მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატისთვის ნაკრებში გამოძახებული არაა, შედეგად, „ელ კლასიკოს“ გამოტოვება არ მოუწევს. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული, რომ კატალონელთა ახალ ტალანტს ეროვნულ ნაკრებში ნოემბერში უხმონ.