ჩოგბურთი

22:13 | 8.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა შანხაის მასტერსზე პირველი შეხვედრა მოიგო

შანხაის მასტერსზე როჯერ ფედერერმა პირველი შეხვედრა მოიგო. 1/16-ფინალში შვეიცარიელმა ესპანელი ალბერტ რამოსი 6:2, 7:5 დაამარცხა. მატჩი საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში რამოსი ბრეიკით 2:1-ს იგებდა, მაგრამ როჯერმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე რამოსი 4:1-ს იგებდა, მაგრამ როჯერმა 7:5 იმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში ანგარიში როჯერის სასარგებლოდ 2:1 გახდა.

მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელი გოფინი-კუკუშკინის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116822