კალათბურთი

2:27 | 6.10.2019 | ნანახია 4100 - ჯერ

გიორგი შერმადინი - "რეალთან" საუკეთესო მექულე და MVP!

ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მარცხი იწვნია - 71:76.

„ტენერიფემ“ პირველი მეოთხედი ჩააგდო (11:18), მაგრამ შემდეგი ორი პერიოდი დიდებულად ჩაატარა და დასკვნითი ათწუთეულის წინ ორქულიანი უპირატესობით იგებდა. მიუხედავად ამისა, ბოლოსკენ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა, „სამეფო კლუბმა“ იმარჯვა.

თუმცა, გიორგი შერმადინი ბრწყინვალედ გაისარჯა და მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 29:56 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

შერმადინმა 12-დან 9 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ კი, ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შედეგად, ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და MVP დამსახურებულად გახდა.

აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტით გიორგისთან ყველაზე ახლო მაჩვენებელი სერხიო ლულს ჰქონდა - 17. ჩვენებური საუკეთესო იყო ქულების რაოდენობითაც (20) და აქაც ლულს აჯობა (19). ცნობისთვის, შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთადერთი იყო, რომელმაც დაგროვილი ქულებით ორნიშნა ნიშნულს უწია.

„ტენერიფეს“ კი სამი ტურის თავზე 1 მოგების წილ 2 წაგება აქვს და მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 ოქტომბერს, „მონბუსს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:29 | 13.12.2019
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

კაია მარტისთვის გვჭირდება !

08:44 | 13.12.2019
ogafa (10230)

იმედი

05:55 | 13.12.2019
araza-1918 (6330)

მარტისთვის მოემზადეთ

03:07 | 13.12.2019
saamtrediel (960)

ე.ი. გულზე გავსკდ! პასს როგორ არ აძლევდნენ ეგ აყროლებული თანაგუნდელები! აშკრად დაიგნორებული ჰყავდა მთელ გუნდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074053
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
4100