ფეხბურთი

21:46 | 1.10.2019 | ნანახია 997 - ჯერ

"გენტმა" ქვილითაიას დაბადების დღე ქართულ ენაზე მიულოცა

დღეს, ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია იუბილარია და 26 წლის გახდა.

„გენტს“ ეს ფაქტი არ გამორჩენია და სოციალურ ქსელში ჩვენებურს დაბადების დღე მიულოცა. საინტერესო ისაა, რომ ქართულ ენაზე.

„გილოცავ დაბადების დღეს გიორგი“, - წერს „გენტი“ სოციალური ქსელების გვერდებზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ ყველა ტურნირის ჩათვლით 7 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:35 | 02.10.2019
APOKALIPSIS (101)

სოფო ერქვანია=ორი გოლი გაიტანა-არა.ორი ბურთი გაიტანა-კი

11:51 | 02.10.2019
dinamo222 (8587)

ქართულად მილოცვა კი არა ათამაშონ მაგ ბო...ბმაა @@

10:37 | 02.10.2019
ogafa (10230)

ყოჩაღ „გენტს“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081773
სარეკლამო ადგილი - 99
X x X