ფეხბურთი

17:15 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მზადაა ფეხბურთელები გერმანიის ნაკრებში აღარ გაუშვას

მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები აღარ გააგზავნოს. შესაძლო რადიკალური ნაბიჯის მოტივი მანუელ ნოიერისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონკურენცია გახდეს.

თუ „ბარსელონას“ მეკარე ნოიერთან კონკურენციაში გაიმარჯვებს, „რეკორდმაისტერი“ თავის ფეხბურთელებს „ბუნდესნაკრებში“ არ გაგზავნის.

„ეს მახსენდება თუ არა ლემანი-კანის კონკურენციასთან? არა, ჩვენ ამას არასდროს დავთანმხდებოდით. თუ ეს მოხდება, ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრებში აღარ გავგზავნით“, - უთხრა ული ჰიონესმა Bild-ს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ნოიერსა და ტერ შტეგენს შორის ვითარება დაიძაბა. „ბარსელონას“ მეკარე უკმაყოფილოა ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოს როლით და ამის შესახებ ღიად არაერთხელ ისაუბრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092602