ფეხბურთი

11:46 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: „თითქმის მზად ვარ“

„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა, ჟურნალისტებს თავისი მდგომარეობის შესახებ უამბო. მას ტრავმის გამო სეზონის დასაწყისი გაუცდა.

„საქმეები კარგად მიდის. თითქმის მზად ვარ სათამაშოდ. ვგრძნობ, რომ თვითრწმენა ყოველდღე მემატება. ორი კვირის წინათ ხეირიანად ვერც დავდიოდი. ახლა დავრბივარ, ვხტუნაობ მარჯვენა ფეხზე, რომელიც დაშავებული მქონდა.

როცა ჩემი გუნდის თამაშს ვუცქერ, ძალიან მინდა მინდორზე ვიყო.“ - ციტირებს ალისონის სიტყვებს „ლივერპულის“ პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინათ, ფიფას გამოკითხვის შედეგად, ალისონი წლის მეკარედ დაასახელეს.

0.116246