გდინიას „არკას“ თავდამსხმელი დავით სხირტლაძე პოლონეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველს გასულ უიქ-ენდზე ჩინებული გარჯა ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა დაუფასა.
სხირტლაძემ „ლოძთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასით გააკეთა, რითაც საკუთარ გუნდს დამაჯერებელ გამარჯვებაში ხელი შეუწყო - 4:1.
ვთქვათ, რომ ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.