ჭიდაობა

23:44 | 21.09.2019 | ნანახია 1498 - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დღე მაჩუქა"

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რის შემდგომაც კომენტარი გააკეთა. ქართველმა მოჭიდავემ ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ ასეთი დღე აჩუქა.

„აკგული ისეთი სპორტსმენია, რომელთანაც არცერთი წამით არ უნდა მოდუნდე და ყოველთვის დაძაბული ხარ. თუმცა, მწვრთნელებთან და გუნდთან ერთად ვიმუშავე ამ შეხვედრაზე და დავალება მქონდა ასეთი, რომ პირველიდან ბოლო წამამდე უნდა მებრძოლა, არცერთი ნაბიჯი უკან არ გადამედგა. მართალია თავიდან რამდენიმე ქულა გავუშვი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გამარჯვება მოვახერხე.

იყო ტრავმის მომენტიც, მაგრამ თითქმის უკვე მოშუშებულია, ექიმებთან ერთად ეს დავძლიეთ. რის ხარჯზე მოვუგე? არ ვიცი, ეს ჭიდაობაა. პორველ რიგში მადლობა ჩემს გულშემატკივარს და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დღე მაჩუქა“, - თქვა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ადგილი მოუტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 22.09.2019
lagashi (6738)

მართალია ძიუდოსთან ახლოს ვერც ვაყენებ ჭიდაობებს მაგრამ 3 მსოფლიო მგონი არ არის სახუმარო ამბავი.

12:16 | 22.09.2019
Zazae890 (102)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:31 | 22.09.2019
federer (17) (15576)

კიდე არ მჯერა როგორ მოახერხა გენომ ტაჰა აკგულის ეპოქაში 3-ჯერ ზედიზედ მსოფლიოს მოგება. ვინც კარგად ვერ ერკვევა ამ სპორტში შეიძლება ვერც მიხვდეს რაზეა საუბარი, 2013 წელს ქონდა აკგულს ბოლო წაგება მოფლიოზე და მაგის მერე ყველგან ყველას ამარცხებდა თან უშანსოდ და მათ შორის გენოსაც და 2016 წელს მოახერხა გენომ პირველად ტაჰას დამარცხება და მისი ტახტის შერყევა და რომარა გენო უკვე რამდენი ოქროთი მეტი ექნებოდა აკგულს და კიდევ კარგა ხანი მისი მომგები ვინ იქნებოდა. იმდენად დიდი სპორცმენია თურქი რომარა გენოს გამოჩენა ტედი რინერივით და ლოპეს ნუნიესივით იქნებოდა ისიც თავის სახეობაში.
ახლა ვფიქრობ რომ შარშანდელ მსოფლიოზე ვერ იყო ალბათ ოპტიმალურ ფორმაში და უფრო გენოსთან თავის არიდების მიზნით წააგო თქო და ვინ იცის იქნებ ესეც არის.

00:38 | 22.09.2019
O. Mertskhali (8101)

მართლაც დიდებული ამბავია.. თუმცა, "რატომღაც", მაინც არ მიკვირს

23:56 | 21.09.2019
O. Mertskhali (8101)

ღმერთი მეტსაც გაჩუქებს, თუ პროგრესს განაგრძობ )

23:56 | 21.09.2019
federer (17) (15576)

მადლობა ღმერთს რომ გენო და მისნაირი სპორცმენები გვაჩუქა არაერთი და რაღაცით მაინც გვიხალისებენ ეს ბიჭები ცხოვრებას და მე პირადად ხალიან ამაყი ვარ ხოლმე როდესაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მდგომ ქართველს ვხედავ და საქართველოს ჰიმნს ვისმენ და სხვისი არ ვიცი.

23:59 | 21.09.2019
O. Mertskhali (8101)

ეჰ, ჩვენ გენოფონდს ეშველოს და გენოები არ დაგველევიან.. )

00:21 | 22.09.2019
federer (17) (15576)

რათქმაუნდა მეგობაროო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065746
სარეკლამო ადგილი - 99
X x X