პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აგვისტოში ლევანდოვსკიმ სამი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პოლონელმა ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა ჩაატარა და თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.