ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შემდეგ ასპარეზი თავისუფალი სტილით ჭიდაობას დაეთმო, სადაც წარუმატებელი გამოდგა საქართველოსთვის პირველი დღეს.
57 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ოთარ გოგავა, რომელიც 1/16 ფინალში სომეხ არსენ ჰარუთინიანს ვერ გაუმკლავდა - 4:9. თავის მხრივ, სომეხი მომდევნო შეხვედრაშივე ინდოელ კუმარ რავისთან დამარცხდა დაშესაბამისად, გოგავას რეპეშაჟში გადანაცვლების შანსი დაეკარგა.
65 კგ წონით კატეგორიაში კვალიფიკაციაში წარმატებით ჩაერთო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელმაც სამხრეეთ კორეელ ჯუნსიკ იუნს აჯობა 4:0, მაგრამ 1/16 ფინალში უნგრეთის სახელით მოასპარეზე რუს ისმაილ მუსუკაევთან 1:5 წააგო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. მუსუკაევმა მეოთხედფინალში გასვლა შეძლო და თუ ფინალამდეც მიაღწევს, ხინჩეგაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდება, თუმცა ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია