გერმანიის ბუნდესლიგის მეოთხე ტური ორი მატჩით დასრულდა, რომლებიც სტუმართა დომინირებით წარიმართა.
„შალკე“ როგორც ჩანს, ფერზე მოვიდა და მიჯრით მეორედ მოიგო. „ხუმარები“ ამჯერად დებიუტანტ „პადერბორნს“ ესტუმრნენ და ადვილად იმარჯვეს. თუმცა კი, პირველ ტაიმში ბრძოლა იყო და მეტიც, მასპინძლები იგებდნენ, სანამ სალიფ ანემ არ გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი „შალკეს“ უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო - 1:5. გელზენკირხენელებმა 7 ქულას მოუყარეს თავი და ევროპა ლიგის ზონაში არიან.
„ფრაიბურგი“ კი საერთოდაც მესამე ადგილზე აღზევდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად ზინსჰეიმში, „ჰოფენჰაიმს“ შანსი არ მისცა - 3:0. „ფრაიმ“ სეზონი ჩინებულად დაიწყო და 4 ტურის თავზე 9 ქულა დააგროვა.
„ჰოფენჰაიმი“ – „ფრაიბურგი“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 გიუნტერი (11), 0:2 ჰაბერერი (38), 0:3 პეტერსენი (59)
„პადერბორნი“ – „შალკე“ 1:5 (1:1)
გოლები: 1:0 საული (8), 1:1 სანე (33), 1:2 სერდარი (49), 1:3 ჰარიტი (71), 1:4 კუტუჩუ (83), 1:5 ჰარიტი (85)