სხვა

11:10 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ ტობიზარუსთან დამარცხდა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს მეოთხე მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუ ჯურიოს მერვე ნომერ ტობიზარუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

შეხვედრა გაგამარუს უპირატესობით დაიწყო და ქართველ გოლიათს მცირეწონოსანი მეტოქის დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა ტობიზარუმ ჩვენებურს აჯობა და ჯუღელის მსგავსად მიმდინარე ბაშოზე მე-3 გამარჯვება მიითვალა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-7 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც გაგამ 2 მოიგო, 5-ჯერ კი დამარცხდა.

ამრიგად, ჯუღელს წლის მეხუთე სუპერტურნირზე 3 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ხუთის მოგება მართებს, თუმცა ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 3 მოგება სჭირდება.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-14 ნომერი კაიშო იქნება, რომელსაც აქამდე ჩვენებური არასოდეს შეხვედრილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127913