ჩოგბურთი

10:49 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ამერიკის ღია პირველობის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რაფაელ ნადალი, ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. 33 წლის ესპანელმა 21-ე ჩოგანს, არგენტინელ დიეგო შვარცმანს სამ სეტში 6:4, 7:5, 6:2 მოუგო. მატჩი 2 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა.

ნახევარფინალში ნადალის მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება, რომელმაც მანამდე ფრანგ გაელ მონფისს მუგო საკმაოდ დაძაბულ ბროლაში. მეტოქეებს ხუთი სეტის თამაში მოუხდათ.

მეორე ნახევარფინალში რუსი დანილ მედვედევი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება.

0.188717