ფეხბურთი

1:45 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თელასმა" ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო

ფუტსალში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "თელასმა" ისრაელის წარმომადგენელ "მაქაბისთან" კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 8:0 სძლია.

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევმა რაუნდმა სტარტი 27 აგვისტოს აიღო, "თელასსა" და "მაქაბის" შორის მატჩი კი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა. H ჯგუფის შეხვედრაში მეოთხე წუთზე ანგარიში გიორგი ლუკავამ გახსნა და "ენერგეტიკოსები“ დააწინაურა.

პირველივე ნახევარში, ვახტანგ კეკელიასა და კახა მაისაიას წყალობით, უპირატესობა გაიზარდა. ვახტანგ ჯვარაშვილმა ჰეთრიკის გაფორმება შეძლო. ნიკოლოზ კურტანიძე და ამირან ცხომარია კი, დარჩენილ დროში, გუნდს თითო გატანილი გოლით დაეხმარნენ.

შეგახსენებთ, რომ თელასი ევროტურნირზე "ჯორჯიანსის" სახელით ასპარეზობს. მეორე შეხვედრას "ენერგეტიკოსები“ 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ "ვარნა სიტისთან“ გამართავენ. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ძირითად რაუნდში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს.

0.116708