ლეგენდარული იტალიელი მეგოლეს, ალესანდრო დელ პიეროს ცოლს, ყოფილ მოდელს სონია ამორუზოს ისევე როგორც ის ქმარს, ბევრი ყალბი ლაყაფი არ უყვარს და როდესაც რაიმეს იტყვის ან პირობას დადებს, დანაქადნებს მალევე ასრულებს ხოლმე, რაც ამ ქალის მტკიცე ხასიათზე მეტყველებს.
სონია ამორუზომ ჯერ კიდევ წლების წინ განაცხადა, რომ იტალიაში, კერძოდ კი დედაქალაქ რომში სამოდელო სახლის გახსნა ქონდა გადაწყვეტილი და საამისოდ სახსრების მოძიებას ესწრაფვოდა. რამდენიმე დღის წინ სენიორა სონიამ რომში მართლაც გახსნა სამოდელო სახლი და მას “სონია ბამბინას“ უწოდა.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ალესანდრო დელ პიერო მწვანე მინდორზე ბურთს თვალსაამოდ აგორებდა, სონია ამორუზომ საკუთარი დანაზოგით მეგობრებთან ერთად ტანსაცმლის მცირე ხაზი შექმნა და სწორედ ამ გზით ნაშოვნი საკუთარი ფულით აიხდინა ცხოვერბის ოცნება. მას ცხადია შეეძლო ფული ქმრისთვის ეთხოვა და ყველა პრობლემა მარტივად მოეგვარებინა,მაგრამ როგორც ჩანს ფინანსური თავისუფლება “დელპოს“ ცოლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.