ფეხბურთი

23:35 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" სამი ცენტრალური მცველით ითამაშა, მაგრამ კვირკველია ისევ თადარიგში დარჩა

დრო გადის, ტური ტურს მისდევს, მაგრამ სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ სასტარო შემადგენლობაში არა და არ ჩანს. შეიძლება ითქვას, ეს უკვე დამაფიქრებელია.

სიტუაცია ვერც იმან შეცვალა, რომ იური სიომინმა ტაქტიკა შეცვალა და სამი ცენტრალური მცველით ითამაშა. „კრასნოდართან“ (1:1) „რკინიგზელთა“ სასტარტოში ბენედიქტ ჰივედესი, ვედრან ჩორლუკა და მურილო სერკეირა გამოჩნდნენ, ხოლო ქართველმა 90 წუთი ისევ თადარიგში გაატარა.

მოგეხსენებათ, სოლომონმა მაისში ტრავმა მიიღო და მას მერე უქმობს. იური სიონიმი ორი კვირის წინ ამბობდა, რომ სათამაშოდ მზად არ იყო, მაგრამ ფაქტია, გუნდთან ერთად უკვე კარგა ხანია ჩვეულებრივ ვარჯიშობს და პრემიერლიგის განვლილ ექვსივე ტურში სათადარიგოებს შორის იმყოფებოდა...

არადა, გასულ სეზონში კვირკველიამ პრემიერლიგის ეგიდით უკლებლივ 30-ვე თამაშში მიიღო მონაწილეობა და რომ არა ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო იძულებითი ცვლილება, არცერთი წუთი არ ექნებოდა გამოტოვებული. 2017-2018 წლების სეზონში კი, 30-დან 29 მატჩი ითამაშა.

0.115279