რუსეთის პრემიერლიგაში ექვსი ტური მიილია, მაგრამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია სოლომონ კვირკველიას. იური სიომინმა ერთი კვირის წინ აღნიშნა, რომ ქართველი ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში არ იყო და თამაშის მზად 2-3 კვირაში იქნებოდა.
ამჯერად კვირკველიას შესახებ „რკინიგზელთა“ გენერალურ დირექტორ ვასილი კიკნაძეს ჰკითხეს, რომელსაც ასეთი პასუხი ჰქონდა.
მოუთმენლად ველოდებით კვირკველიას დაბრუნებას. ზოგადად, ჩვენთან ცენტრალური მცველის პოზიცია ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული და სამწვრთნელო შტაბს შეუძლია არჩევანი მოცემული ვითარებიდან გააკეთოს და განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, იური სიომინზეა, რადგან სწორედ ის არჩევს შემადგენლობას“, - თქვა კიკნაძემ.
შეგახსენებთ, კვირკველიამ ტრავმა გასული სეზონის ბოლო ტურში (მაისში) მიიღო. მას შემდეგ ჩვენებური მოედანზე არ გამოჩენილა.