ცინცინათის მასტერსის ნახევარფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი რუს დანილ მედვედევთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნოვაკმა მარტივად იმარჯვა. მეორე პარტიაში 4:3-ზე მედვედევმა მოულოდნელად ბრეიკი შეასრულა და ანგარიში სეტებში გაათანაბრა. გადამწყვეტ პარტიაში კი დანილმა ორი უპასუხო ბრეიკით იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც დავიდ გოფინს შეხვდება.
წელს მედვედევმა ნოვაკს ზედიზედ მეორე შეხვედრა მოუგო, ურთიერთშეხვედრებში ნოლე რუსს 3:2-ს უგებს.
მედვედევი - გოფინი მატჩი 19 აგვისტოს თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.