სხვა

0:33 | 13.08.2019 | ნანახია 487 - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა მარცხი მონტენეგროსთან

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩი ჩაატარა და მონტენეგროსთან 5:9 (2:2, 1:2, 1:2, 1:3) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირის პირველ შეხვედრაში რუმინეთს 12:10 სძლიეს და მე-2 ტურშიც აშკარა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ.
გასულ შეხვედრაში მასპინძელთაგან დუბლი გუნდის კაპიტანმა ლაშა ალავიძემა და ვალიკო დადვანმა შეასრულეს, ერთხელ კი, თავი გიორგი ერისთავმა გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფის დასკვნით მატჩს 13 აგვისტოს საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ორივე თამაში მოგებული აქვს: 8:4 მონტენეგროსთან და 11:1 – რუმინეთთან. დღევანდელი მატჩი თბილისის ოლიმპიურ აუზზე 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:34 | 13.08.2019
sabonis (9584)

ეხ ეს ფიზ მომზადება, რომ არ არსებობდეს ყველა სათამაშო სახეობაში გრანდები ვიქნებოდით.DDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.21757
სარეკლამო ადგილი - 99
X x X