დღეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ჭიდაობაში. შეჯიბრის პირველ დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57, 65, 70, 79 და 97 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამართავენ.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე გიორგი გეგელაშვილს (57 კგ.), ამირან ვახტანგიშვილს (65 კგ.), ოთარ ბაგაურს (70 კგ.), ბაგრატ გაგნიძესა (79 კგ.) და გივი გოგობერიშვილს (97 კგ) ვიხილავთ.