„დინამო თბილისმა“ „გაბალა“ თბილისშიც დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ორი მატჩის ჯამში მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია.
აზერბაიჯანში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა კი, „დინამომ“ თბილისში კიდევ უფრო გაიმყარა - 3:0. თავიდანვე ვთქვათ, რომ ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, „დინამო“ ძალზე დიდ უპირატესობა ფლობდა, მეტწილად მეორე ტაიმში და თავისუფლად შეიძლებოდა სხვაობა გაცილებით დიდი ყოფილიყო. ოღონდ ეგაა, ფელის ვისენტეს გუნდმა მეტისმეტად ბევრი საგოლე შანსი გაანიავა და საგოლე მომენტების რეალიზებაში აშკარად მოიკოჭლა.
თუმცა, ამ ეტაპზე მთავარი შედეგია და ფაქტი უტყუარია - „დინამო“ გამარჯვებულია. თბილისური მატჩის ბედი ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ლევან შენგელიას შეჩერება აზერბაიჯენელ ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ და ორჯერ ვერც შეაჩერეს. 68-ე წუთზე შენგელიამ მოედნის ცენტრიდან საჯარიმომდე დრიბლინგით დაუბრკოლებლად იარა და იდეალურადაც დაარტყა. ანგარიში გაიხსნა და „დინამომ“ ორი მატჩის ჯამში ყველაფერი დაასრულა.
მატჩის მიწურულს დინამოელთა კაპიტანმა მორიგი შედევრი შექმნა და ძნელი სათქმელია რომელი გოლი უფრო ლამაზი იყო, პირველი თუ მეორე. ფაქტია, ჩინებული გოლები მიითვალა, ბევრი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელი ხელს რომ მოაწერდა. 88-ე წუთზე ლევანმა მარცხენა ფეხით გაისროლა და ეფექტური დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, კვამე კარიკარის ჯერი დადგა, რომელმაც საჯარიმოში მცველს თავბრუ დაახვია, და მეტოქის კარსი ცხრინაში უძლიერესად ჩააჭედა ბურთი. განელმა „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი მიითვალა.
„გაბალას“ ბარიერი დამსახურებულად და შეიძლება ითქვას, ადვილად დაძლეულია. სანან გურბანოვის გუნდს „დინამო არენაზე“ დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია და ხოსე პერალესი მთელი თამაში მაყურებლის როლში იყო. ჰო, ვთქვათ ისიც, რომ „დინამომ“ ევროპა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი (ოთხი თამაში) ისე დაძლია, რომსაკუთარ კარში ჯერ კინკილა გოლიც არ გაუშვია.
ახლა კი, წინ გაცილებით სერიოზული გამოცდა და გამომცდელია. როტერდამის „ფეიენოორდი“ არც „გაბალაა“ და მითუმეტეს არც „ენგორდანი“, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არც დაუძლეველი ბარიერია და წარმატებაზე სწორი მუშაობით და შრომით ფიქრი ნამდვილად შეიძლება.
„დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ მატჩები სულ მალე, 8 და 15 აგვისტოს შედგება, ჯერ როტერდამში, „დე კუიპზე“, მერე თბილისში, „დინამო არენაზე“.
„დინამო“ – „გაბალა“ 3:0 (0:0)
თბილისი, „დინამო არენა“
„დინამო“ (4-3-3): პერალესი; იაშვილი (რუხაია 36), მონხილი, კობოური, ქიმაძე; ნინუა, კუხიანიძე, პაპავა; შენგელია, კუტალია (კარიკარი 78), ქავთარაძე (დაფე 69)
მწვრთნელი: ფელის ვისენტე
„გაბალა“ (4-2-3-1): ნაზიროვი; სეიდიევი, რამალდანოვი, ჟუნიჩი (გულიევი 40), ალიევი; გიგაური, მამადოვი; ვოლკოვი, ლოპესი (ისკანდაროვი 72), ბაკე; კუაკუ (81)
მწვრთნელი: სანან გურბანოვი
გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90)
გაფრთხილება: მონხილი (28) - ალიევი (46), რამალდანოვი (54)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 1 (0) კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: პეტრი ვილიანენი (ფინეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასე რა ხოშეგძლებიათ თქვე კაი ხალხო აზერებს ხომ ღრმა პალო ჩაესვათ. იმედია ფეიენორდთან 5 ბურთიანის ხვაობით არ წავაგებთ. ისე შანსი არი იქ არ დაწყებულა ჩემპიონატი.
როგორი საინტერესო იქნება ფეინორდი ძალიან მაინტერესებს
ვისიამოვნებ დინამოს თამაშით მადლობა
ვისიამოვნე
ირაოლა
ჩისკოს დინამო ძაან უყვარს
++++++++++ დინამოც უყვარს ფეხბურთიც ესმის და პროფესიონალია თავის საქმის დინამოში კარგად იცნობს სიტუაციას ჰოოანდიელებთან გამოჩნდება იმედია მისი შესაძლებლობები
ჩვენი ფეოლაა, იმედია ჩვენთან იმდენ ხანს დარჩება რამდენიც ლოთი შოტლანდიელი დარჩა მანიუში
წავედი დავიძინე
ბედნიერი ღამე დინამოელებო!!!!
ბედნიერი ძილი..სიზმარში კარიკარის გოლს გისურვებDDD
უფ აზერებზე ჯავრი რომ ვიყარეთ ეხლა მშვიდად დაგეძინება
გაბალას ტრენერი კი იმუქრებოდა და
აუ მერანთანაც ასე ვყოფილიყავით და ეხლა ეგენი კი არა საბურთალოს ჩვენ შევხვდებოდით
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ასეთი რა დაწერე?
ე ძლივს დავწერე..არ დაიდარდო მეთქი...ჩემპიონები უეველი გავხდებით, ვინ გაგვიწევს წინააღმდეგობას???
ირაოლა
რაჭა
თამაშზე ცოტა ხალხი იყო
ფეინორდთან მოვა ხალხი..იმედია იქედან ისეთ ანგარიშ წამოვიღებთ, რომ ერთი 25-30 თასი შევგროვდებით...ბევრმა ინანა სტადიონზე, რომ არ წავიდა, გამარჯვებას კი ელოდნენ, მაგრამ ასეთ შედევრ გოლებს არა, ჰო და ასეთი თამაშებით დაბრუნდება მაყურებელი
არ ვიცი ძმა, გუნდში ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა დაიმატონ, მაგრამ ჩისკო, რომ გასაშვები არა ცხადია..კი 30 ათსი მოვგროვდებით წარმატებები ჩვენს გუნდსა და ქომაგს.
ჰოლანდიური გუნდები რა კარგად გავარდნენ იმედია ფეიენოორდსაც ეგ მოელის
ბეთლაივმა გათამაშებები წამოიწყო. შენი ფბ მომწერე
არ მაქვს ძმა ფბ...პაროლი ვერ გავიხსე და დავიკიდე
ეე აბა სად მოგძებნო. აქ ზოგჯერ ერთმანეთს ავცდებით ხოლმე. პაროლი გექნება ასე საყვარელ გუნდთან დაკავშირებით რამე
ჩიხურას თამაში არასდროს მომწონდა. თუ რამეს მიაღწია ეს შეძლო ანტი-ფეხბურთით. საქართველოს წარმომადგენლებიდან ყველაზე არაქართულ ფეხბურთს თამაშობს ჩიხურა. ახლა ისედაც არავინ ყავდადათ და გაფარჩაკებაც გარდაუვალი იყო.
მეტი შესაძლებლობა არ აქვთ და როგორც გამოსდით ისე თამაშობენ. სულ ხალხი აკლიათ
მადლობა ბიჭებს ასთი ნასიამოვნები დიდი ხანია სტადინიდან არ წამოვსულვარ..დინამოს ყველა ქომაგს ვულოცავ ამ ლამაზ გამარჯვებას, იმედია ჰოლანდიელების წინააღმდეგაც ასეთი გახარებულები ვიქნებით...ჩისკო გენიოსი ხარ.
გუნდი დალაგდა შეთამაშდა და შედეგებიც არის. ზედიზედ 11 თამაში მოვიგეთ. მერანთანაც ასე რომ ვყოფილიყავით არ გავარდებოდით
ახლა მეცინება ზედიზედსამი წაგების შემდეგ მისი გაშვება, რომუნდოდა მავანს..მაგრამ რა დავმალო მეც მაგ აზრზე ვიყავი.
ასე ადვილი არაა. კაცი ამ საქმეში ახალია
despe
ქართულ გუნდებს დაფინანსება ძაან კარგადაც აქვთ
რაჭა
რა არის პირადად არ უნდა მოგელოცა? ეს ისე ხუმრობით
შენგელიას კონტრაქტი დაუმთავრდა ან მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოს უსრულდებოდეს
გილოცავ..სულ ასეთი დღეები გვქონოდეს DDD
ჰოლანდიური გუნდები რა კარგად ვარდებიან. ფბ-ში არ უნდა მომილოცო?
ბაიერნი - ჩიხურა 5-0
Rieka დედას უტირებს ამ აბერდინს აი ნახავ
მომხდარს რო გაპრავება არ აქვს, ეს ცალსახაა.
მე ისედაც ვამბობდი რო ვერანაიეად გქცდებათქო ჩემი მესიჯების არქივი ნახე თუ გინდა მაგრამ ასე გაფარჩაკებას არველოდი რაღაც იმედი მქონდა შეიძლება პატარა წინაანღდეგობა გაუწიონთქო რა წინაამღდეგობა საერთოდ რაზე იყვნენ ჩასული ვერგავიგე ყველის ვაჭრებივით გამოიყურებოდნენ
იმიტო, რო მათ წარმოსახვაში გრანდებთანაა გატოლებული ისა თუ ეს ჩანჩალა მეტოქეები და შედეგი შესაფერისი იდება. სხვა აზრი არ მაფიქრდება.
ვაუ საღოლ ვადუცის რა
ჩიხურას ადგილზე დინამო ან საბურთალო რომ ყოფილიყო ულაპარაკოდ გაცდებოდნენ აბერდინს და დიდი ალბათობით რიეკასაც ზედ მიაყოლებდნენ
კი მარა - შოტლანდიის დიდებულმა ხედმაც ვერ მოახდინა გავლენა?? ცოტა კარგად ეთამაშათ და ნაკლები ანგარიში დაფიქსირებულიყო . , მთლად ფარჩაკუზები ყოფილხართ ! მო#გ#ყანთ ბიძინა!
ტორპედოზე სუსტი გუნდი იყო ეს ჩიხურა
drogba - აშკარაც გახდა
ჯერ დაწყებული არიყო ეგრევე გაატანინეს მერე გონზე არიყვნენ მოსული და უპირატესობა განამტკიცებინეს ძალით უნდა მოქხერხო ასეთი რამ (((
ესე უგულოდ როგორ უნდა ჩახვიდე ასეთ ფეხბურთის მოყვარე ქვეყანაში და არაფერი გააკეთო
ოსიეკის და მთელი ხორვატიის დედა მ***ყან თუ ამ აბერდინთან გამოვარდნენ.
ჩიხურას ბევრმა ქებამ აწყინა. დინამოს გამარჯვება ერთი ხელის მოსმით ჩაგვაშხამეს
რა მოიგეს ამ უკან-უკან პასებით ნეტა ვიცოდე, ხო მაინც გადაუარეს და ახლა მაინც შეცვალონ რამე, ეს ყველა საქართველოს წარმომადგენეს ეხება.
100%
რაღაცას ხოარ ყომარობენ არმჯერა აბერდინმა ასე გაგაფარჩაკოს
თამაში არ უნდათ ტიპებს, მიაღწევენ მეტოქის საჯარიმოს და პასავით უკან მეკარემდე ჩამოდიან. ეს დედანაქაჩი აბერდინია და ამ მოგებით, განადგურებითაც კი ჩანს რა ბეყეები არიან. შენ თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გერევა საფეხბურთო სამყაროში, მაშინ რაღაა სასაუბრო, ამ ლოგიკით ისლანდია ქვას ქვაზე არ უნდა ტოვებდეს.
მეპატრონეს თუ პატრონობის თავი არ აქვს, მაშინ უფრო შეძლებულ ვინმეს უნდა მიჰყიდოს.
ამ აბერდინს დინამო უპრობლემოდ გაივლუდა დაჟე გაბალაც
გაბალას დონის გუნდია
უნამუსო ვიყო ანდორის და სანმარინოს გუნდები არ წააგებდნენ ასე სანტა კოლომა დქ სანტა ბარბარები ეს რაარი ერთი უკანალი არ მისცეს 5-0 აბერდინთან ატლუვეეწ)))
დროგბა
შემადგენლობა დიდი ვერაფერი გვყავს, არ გვყავს კარგი მარჯვენა მცველი არც, ცენტრში გვილხინს, იქითა ფლანგზე ქავთარაზეს + შულაია = 0-ს, მაგრამ ჩისკო გვყავს მაგარი - კობოურიც აათამაშა, ნინუაც, ალაგ-ალაგ კუტალიაც...არ გახსოვს სეზონი როგორ დავიწყეთ ?? 5 თამაში გვაქვს წაგებული-"სიონათანაც" ლოკომოთივთანაც "ვიტ ჯორჯიასთანაც...ეს დინამო და სეზონს, რომ იწყებდა ის ბანდა, ცა და დედამიწაა
შოტლანდიის მეოთხე გუნდი უგებს საქართველოს მეოთხე გუნდს ანგარიშით 4-0))რაა აქ უცნაური?
არც არაფერია უცნაური, სელტიკს და რეინჯერსს ეთამაშება ტოლსწორად და ჩიხურამ რა უნდა მოუხერხოს :დ
ძააან სისულელეს წერ, არც გიყურებია ალბათ თამაშებისთვის.
ბიჭო ახლაა ძალით ურტყავ ნერვებს? შოტლანდიის თუ არა, აბა ვის უნდა მოუგონ? მალტას? ფარერებს? ანდორას? ასე ვიტრიალოთ ხო წრეზე და ვაპრავოთ ს*რ აბერდინთან განადგურება.
მიეცი დაფინანსება გუნდებს და მოიგებენ.აბა ისე მარტო სურვილით არაფერი არ ხდება,შეგიძლია ყოველ წელს ესე იჯდე და აგინო ქართულ კლუბებს,მაინც არაფერი შეიცვლება.
სად საქართველოს ჩემპიონატი და სად შოტლანდიის.რაღაც რეალობასაა მოკლებული აქ ჩვენი ფეხბურთის შეფასებები
შოტლანდიაში სელტიკი ყავთ ერთი ძლიერი გუნდი და მაგასაც დიდი ალბათობით ზაგრების დინამო მოუგებს. აბერდინი დინამო კი არა იგივე შერიფზე სუსტია, დაახლოებით ორდაბასის დონეა
შოტლანდიის პრემიერშიფი დიდად არემატება გგონია? ჩვენს ეროვნულ ლიგას - დიდად ცდები, რომელი ერთი “პარტიკ ტისლი” თუ “სტ.ჯონსტონი” ჩამოგითვალო.. ტრადიციულად 2-3 გუმდი მანდ
სხვა ბარდაგია ფეხბურთს შეგაძულებენ ისეთი. ! ~
როგორ შეიძლება წინ პასის გაკეთება, შემთხვევით გოლი არ გაიტანონ.
არ გაყიდიან შენგელიას თუ ჯგუფში ჩავჯდებით...თქვეს ეხლა და წინასწარი შეთანხმებაც ეგრე ყოფილა..
რა სირი გუნდი ყოფილა ეს რაარი აბერდინთან 4-0 და თან ჯერ ქვეყანა დროა
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე გეგონება მადრიდის რეალს ეთამაშებიან, არადა ზაგრების დინამოს ნახევრის ნახევარი თუა აბერდინი კიდე საკითხავია.
მიდი აბა ჩიხურა 7-0 წააგე იქნებ თავი მოგვჭრა ქართველებს სირენ§ბოოო ღქვენ@@#
მოვკვდი ჩუ=იხურას საცოდაობით
ვისთან აგებთ ბიჭო ასეთი ანგარიშით.
რაჭა კარიკარის გასროლა როგორ მოგეწონა დდ
ძალიან გამეხარდა...ნინუას თამაშზე რას იყტყვი???
ძაან მაგარი პასი აქვს ცოტა ფიზიკაზე უნდა იმუშაოს კარგი ბიჭია შენგელია ხო ვაფშე დონეა ჩაკვეტაძე ორია იმენა
სისწრაფე არა აქვს სათანადო, მემგონი.. ისე ძალიან დახვეწილი პასი ისწავლა
ეს შემადგენლობაც თუ დაშალა ფიფიამ მართლა მტერი ყოფილა გუნდის
ჩათვალე უკვე დაშლილია
ესე საზიზგრად ტყიბულის მეშახტე არ ითამაშებდა ეგეთ გუნდთან ტეხავს ამხელა ანგარიშით წაგება
მესამეც გაუშვა ჩიხურამ
ხვალ არის ხომ პლეიოფების კენჭისყრა თუიცით
რაღა დინამოს შეხვდა ფეინოორდი აბერდინი მაინც შეხვედროდა დედასუტირებდით
“ფეიენოორდსაც” დედას უტირებთ მთავარია ეს ერთად შეთამაშებული-დამაჯერებელი კონტინგენტი შენარჩუნდეს
აშკარად ძლიერი შემადგენლიბა შეკრიბა დინამომ იმედია აღარ დაშლის გუნდს ფიფია
ის უკრაინელი - შიშკაც კარგი ბიჭია. ნინუამ ისე აიწყვიტა მაგის შემადგენლობიდან ამოგდება საცოდაობა იქნება, ის მე-2 უკრაინელი არ ვიცი, მაგრამ ქიმაძეზე ნაკლები ისიც არ არის...ჩიკო ძალიან მაგარი ყოფილა - კობორიც რა კარგად აათამაშა.
მოგება და გოლების გატანა ერთი სიამოვნებაა, ამასთანავე დინამო ქართული გუნდებიდან ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს. არის დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა, შემტევები ბევრს მოძრაობენ უბურთოდ. ვფიქრობთ, თუ თავის თამაშს გააგრზელებს, ფეინორდთანაც შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. ოღონდ მეტი სისწრაფეა საჭირო.
ასევე აუცილებელია ფეხბურთელების შენარჩუნება, ვინაიდან ყოველი ეტაპის გავლა დივიდენდების მომტანია და ასეც შეიძლება გუნდმა ფინანსურად იხეიროს. წარმატებები დინამოს!
იაშვილი, რუხაიას ჯობია...ცუდი ტრავმა მიიღო
ყცელაზე მაგრად კარი-კარის გოლი გამისწორდა.. ბოლო წუთებამდე.მჯეროდა რომ შეაგდებდა და თან რა შეკლასა )) იმედია კუტალია არ იქნება ძირითადში ფეინორდთან !!!
ჩემზე მეტად გაგებულები არავინ ხართ აქ?
გუნდიდან რო წამყვან ფეხბურთელს ყიდიან და მომავალ კვირას ასეთი მატჩია, წესით ხო ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს და ვინმე ძლიერს არ ყიდულობს დინამო მაგ პოზიციაზე?
ფეინორდთან იქნება...მერე ვნახოთ, თუ მოხდა სასწაული და გავედით შიძლება დარჩეს....
არაფერი სასწაული ფეიენოორდის გავლა !! პლეიოფისთვის უნდა მოემზადოს 2ვე ჩვენი კლუბი
ასე ვხედავ მე რალურს—მაღალი ალბათობით.
ნუ, იმედი მაქვს.
წარმატებები დინამოს
წარმატებები ორივე ჩვენი ქვეყნის გუნდებს, - არც არასდროს განმისხვავებია არცერთი
აქ ფინორდზე იყო საუბარი და დინამოზე...ყველა ქართველს წარმატებები
ფეინოორდთან იქნება შენგელია
+
ძალიან კარგი.
stripslashes((strlen('http://cdn.sportcast.fun/webplayer2.php?t=alieztv&c=96706&lang=ru&eid=824821&lid=1215295&ci=900&si=1&check=1')>0?'http://cdn.sportcast.fun/webplayer2.php?t=alieztv&c=96706&lang=ru&eid=824821&lid=1215295&ci=900&si=1&check=1':'http://cdn.sportcast.fun/webplayer2.php?t=alieztv&c=96706&lang=ru&eid=824821&lid=1215295&ci=900&si=1&check=1'))
აბერდინი -ჩიხურა