ფეხბურთი

18:17 | 1.08.2019 | ნანახია 2249 - ჯერ

"გენტის" სამი გიორგი და ყველა განაცხადს მიღმა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების „გენტი“ დღეს რუმინულ „ვიტორულს“ დაუპირისპირდება. ბელგიელთა სასტარტო შემადგენლობა და სათადარიგო სკამი ამ მატჩისთვის ცნობილია.

ჩვენდა სამწუხაროდ, „გენტის“ ქართველი ლეგიონერები, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე დღეს არ ითამაშებენ - სამივე განაცხადს მიღმა დარჩა.

ჩაკვეტაძე დიდი ხანია ლაზარეთშია, ქვილითაია კი მიმდინარე სეზონის არცერთ ოფიციალურ მატჩში არ ყოფილა სამატჩო განაცხადში. რაც შეეხება ბერიძეს, პირველ თამაშში და ბელგიის ჩემპიონატის საწყის ტურში ითამაშა, მაგრამ ამჯერად იეს თორუპმა 18-კაცში არ შეიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ „გენტმა“ „ვიტორულს“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 6:3 მოუგო და მატჩის მიმდინარეობისას 6:1-იც იყო ანგარიში.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 01.08.2019
alfadhirhaiti (7530)

მგონი ფედერაციაა ასამუშავებელი, ამ საკითხზე რო მოწინავე ლიგებში დაასაქმონ ჩვენებურები

ალბანელის და ჩრდილო მაკედონიელის გარეშე ვერ ნახავ ევროპის წამყვან ლიგებს.

22:41 | 01.08.2019
mjgiri (8951)

რანაირად უნდა დაასაქმონ?
ალბანელები და ჩ.მაკედნიელები ევროპაში არ ითვლებიან ლეგიონერებად

23:04 | 01.08.2019
alfadhirhaiti (7530)

აბა, კვოტები ჩამოწერე მაშინ სად რამდენია ლეგიონერებზე.

23:10 | 01.08.2019
mjgiri (8951)

გააჩნია რომელი ჩემპიონატი გაინტერესებს,ყველგან ერთნაირი წესები არაა.აი ბელიგიაში,მაგალითად,სახელფასო ლიმიტია.ინგლისში 17 ლეგიონერის ყოლაა შესაძლებელი განაცხადში და ა.შ.

23:13 | 01.08.2019
mjgiri (8951)

ესპანეთში საერთოდ არ შეიძლება მოედანზე ერთდროულად 3 ფეხბურთელის ყოფნა(ერთი გუნდის შემადგენლობაში),რომლებიც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეები არ არიან

23:12 | 01.08.2019
alfadhirhaiti (7530)

17 ლეგიონერი და მაინც მიპირისპირდები

23:17 | 01.08.2019
mjgiri (8951)

ხარისხობრივია ეგ ლიმიტი..დავიწყოთ იმით,რომ 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ნათამაშები ნაკრების თამაშები,ბოლო ორი წლის განმავლობაში ფეხბურთელს,ამავდროულად საშუალო პოზიცია ბოლო ორი წლის მანძილზე ამ ნაკრების არ უნდა იყო 70-ზე დაბალი...მაგრამ აქ აპელაციის გაკეთება შეიძლება,ამისთვის რეკომენდაციის მიღებაა საჭირო.მოკლედ რომ ვთქვათ,ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის უფლება რთულად მოიპოვება

20:50 | 01.08.2019
dinamo222 (8587)

ანა სად ხართ მედასავლეთე პროფესორებო რომ გაიძახით რუსეთის და უკრაინის საუკეთესო გუნდებში თამაშს ევროპის ჭ ლიგის ყ გუნდის სკამზე ჯდომა ჯობიაო @

22:41 | 01.08.2019
mjgiri (8951)

რაღაც გარყვნილი ვერსია მოიყვანე კომენტარების
რუსეთის წამყვან გუნდში თამაშს ნამდვილად სჯობია ინგლისის პრემიერლიგის ქვედა ათეულის გუნდში ყოფნა(ეს კვირკველიას ეხება).ანანიძის შემთხვევაში,სპარტაკში სკამზე ჯდომას აჯობებდა სადმე ავსტრიის ბუნდესლიგაში ეთამაშა,მაგალითად რაპიდში.

23:31 | 01.08.2019
dinamo222 (8587)

მერე ითამაშებდა იმ რაპიდში ან პრემიერლიგის ქვედა ათეულში ?? აი მაგალითად როგორც ყაზანის სამი ქართველი ითამაშებდნენ ისე როგორც ყაზანში თამაშობენ ? და ფორმას კერრეფენ ჩვენი ნაკრებისთვის მზადყოფნაში მოსახვედრად ! მე პირადად პირველ რიგსი ეგ მაინტერესებს და არა ის სადღაც გენტში სკამზე და ხშირად სკამის გარეშეც ჩალპობა ! ანანიძეს რაც შეეხება ეგ საერთოდ სხვა და განსაკუთრებული საკითხია თავიდანვე თქვა თამაშზე უარი ფულის გამო @

23:41 | 01.08.2019
mjgiri (8951)

დავითაშვილი ბელგიაში ვერ ითამაშებდა შენი აზრით ?

00:47 | 06.08.2019
dinamo222 (8587)

როგორ ვერ ითამაშებდა მაგრამ პროგრესი ნაღდად ვერ ექნებოდა

21:57 | 01.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ძალიან სხვაგან არიან, გასულები არიან

გეგონება თან ყვებიან ევროპაში ქართველ ფეხბურთელებს, ისეთი პათოსით არიან შეშფოთებული რუსეთსა და უკრაინაში თამაშის გამო.

19:15 | 01.08.2019
XoMe (1384)

ჩაკვეტაძეს ტრამვა აქ ეს ერთი, ქვილითაიამ 2 დღეა ვარჯიში დაიწყო ეს მეორე და რანაირად იქნებოდნენ განაცხადში??? რო დააბრეხვეთ ვითომ სტატია : )))

20:55 | 01.08.2019
dinamo222 (8587)

ქვილიტაიამ როგორ დაიწყო 2 დე ვარჯიში როცა გუნდის საიტზე 1 კვირის წინანდელ ვიდეოებში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა ? კაი ბატონო ქვილითაიას ვთქვათ მოტეხილობები იშიასი და ტრემბოტომ კარბიტი ჭირს ბერიძეს რატომ არ ათამაშებენ ის ნაბ...ბი ? კაცმა დაანგრია წინასასეზონო თამაშებში გოლები ყარა პანტაპუნტით პირველ თამაშშიც ძალიან მაგრა ჩაერთო მარტო იარემჩუკს გაუკეთა 2 საგოლე პასი და მაინც სკამზე დასვეს კი არა საერთოდ არ უშვებენ განაცხადში

21:22 | 01.08.2019
XoMe (1384)

არაფერი არ ჭირს ქვილითაიას ძაან კარგად გრძნობს თავს და დაიწყო კიდეც ვარჯიში : ) სათამაშოდ არაა მზად ჯერ... რაც შეეხება ბერიძეს, მეტი რაუნდა ქნას კაცმა არვიცი მე რო ძირითადში თუარა ზამენაზე მაინც შემოიყვანონ...

23:07 | 01.08.2019
Shevche (15054)

ზამენაზე შემოიყვანეს ბოლო ორ თამაშში და როგორც ჩანს ვერ ქნა ვერაფერი. ეტყობა ისედაც მაგას, რომ ვერ არის გენტის დონის. ამხანაგურებში შეაგდო და მაგის გამო შანსიც მისცეს, მაგრამ ვერ ქაჩავს, რა.

23:34 | 01.08.2019
dinamo222 (8587)

ძალიან კსარგად ჩაერთო შეცვლაზე რომ შემოვიდა უეფას პირველ თამაშში და საგოლე პასებიც დააკეთა და მაგის ბრალი არაა იმათმა რომ ვერ გაიტანეს

19:09 | 01.08.2019
dubligi (1492)

ყველა ესეთ ფეხბურთელს სჭირდება სუპერ-კლუბი, ერთი მაინც ჩვენთან და აქ უნდა ჩამოიყვანო ყველა ესეთი სკამის მხეხავი, როგოღგაც უნდა მისცე ხელფასი და ათამაშო..აბა რა ქვია ამას, ლეგიონერი....ერთადერთი ასე თუ ისე ნორმალური ჩანკვეტაძე გვყავს, ვერაფრით ვერ გავიგე და არც არავინ წერს კონკრეტულად რა ჭირს ამ ბიჭს....ეგ ფორმაში ან როდის ჩადგება ან საერთოდ ჩადგება რო...ეეეე

23:36 | 01.08.2019
dinamo222 (8587)

გენტის გვერდზე ეწერა ამას წინათ რომ ტკივილები აღარ აწუხებს მაგრამ მინიმუმ 2 თვე მაინც ვერ ითამაშებსო

19:06 | 01.08.2019
dubligi (1492)

ვერ ვეღირსეთ ქართველს ტოპ-5-ში ხომ საერთოდ და ეხლა არ ვიცი, ეს რა არის, ტოპ-10-ში თუ არიან, ესეიგი იქაც ვერ თამაშობენ

18:51 | 01.08.2019
beqno7777 (24)

დღეს 2 ქართული გუნდი თამაშობს და ჯერ არაფერი სტატია არ დაგიწერიათ არცერთზე, გეზარებათ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065839