საჩხერის "ჩიხურა" შოტლანდიის ქალაქ აბერდინშია და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისათვის ემზადება.
საჩხერლები შოტლანდიას 29 ივლისს ესტუმრნენ და სასტუმრო Jurys Inn-ში დაბინავდნენ. ამდენად, "ჩიხურას" აბერდინში სამდღიან შეკრება გამოუვიდა. ქართული გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს Pittodrie Stadium-ზე გამართავს.
სოსო ფრუიძეს შოტლანდიაში 18 კაციანი შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი.
მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი.
მცველები: ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია.
ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი, თემო მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, მიხეილ სარდალიშვილი, დემიკო ჩიხლაძე, რატი არდაზიშვილი.
თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ "ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის თბილისში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, განმეორებითი თამაში კი 1 აგვისტოს აბერდინში გაიმართება.
ვთქვათ ისიც, რომ აბერდინთან მზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის, საჩხერელები მადლობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უხდიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იქნებ გავამწაროთ
ბიძინა მახარობლიძეს რა დაემართა იცით ვინმემ ? მაგარ ფორმაში იყო.. აქ რომ გვყოლოდა მოვიგებდით კიდეც.. თუმცა ეს 19 წლის ერგემლიძეც მომეწონა მაგარი ბიჭია..
Lokomotivshi gadavida
რა გახამდა ეს ლოკომოტივი ზედ საკვალიფიკაციოს წინ რო შეახვია ეგ ბიჭი ტო ...