სხვა

1:49 | 28.07.2019 | ნანახია 1334 - ჯერ

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა!

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაციური შედეგი დააფიქსირა.

გუშინ, ქართველი წყალბურთელები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ და ხორვატიის უძლიერეს გუნდს 11:10 (2:1, 2:2, 2:2, 1:2, 4:3 პენალტებში) სძლიეს.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ შეხვედრის ძირითადი დრო 7:7 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა ჭაბუკებმა უფრო იყოჩაღეს.
საქართველოს ნაკრებში 3 გოლით ყველაზე შედეგიანი ბესარიონ ახვლედიანი იყო, გიორგი კოზაშვილმა, ლუკა ჩიქოვანმა და იაკობ ცოტაძემ თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს, თითო ბურთი კი სანდრო ვასაძემა და გიორგი კირიაკიდიმ შეაგდეს.
ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება მიიღეს და დღეს, 28 ივლისს, ევროპული წყალბურთის კიდევ ერთ გრანდ სერბეთს შეხვდებიან, რომელმაც გუშინ ესპანეთს 12:5 მოუგო.
დღესვე, ევროპირველობის მედალოსანთა ვინაობაც გაირკვევა: ფინალში უნგრეთი მონტენეგროს გაეჯიბრება, ბრინჯაოსთვის კი იტალია და საბერძნეთი ითამაშებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:26 | 28.07.2019
KoRBeN DaLLaS (24846)

უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, პოსტიუგოსლავიური ქვეყნები და... ჩვენ !!!
ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო წყალბურთის ელიტარულ მარაქაში ვართ გარეული. ამ სპორტში ევროპის ჩემპიონატზე თამაში იგივე მსოფლიოზე გამოსვლაა, იმიტომ რომ ბებერ კონტინენტს მიღმა წყალბურთი შედარებით დაბალ დონეზეა.
ბრავო ბიჭებო, ბრავო !!!

06:15 | 28.07.2019
თენგაბი (950)

ყოჩაღ, იმედია სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდება. წარმატებები მთელ ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082562