ფეხბურთი

0:12 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" ძალამიძე დაიმატა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარმა „რუსთავმა“ ნიკა ძალამიძე დაიმატა. აღნიშნულ ცნობას ქვემო ქართლელთა ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

27 წლის ძალამიძე ბოლოს რუსეთში, „ბალტიკას“ ღირსებას იცავდა და 13 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

მანამდე კი, ქართველ ნახევარმცველს „დინამო თბილისში“, „ბაიაში“, „რიზესპორში“, „ვიძევში“, „იაგელონიაში“, „გურნიკსა“ და რუმინეთის „იუვენტუსში“ უთამაშია.

0.25438