ძიუდო

12:50 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრებში 9 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ

ცნობილი გახდა ის შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 26-28 ივლისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაგეგმილ გრან პრიზე წარსდგება. მოახლოებულ შეჯიბრში სულ 9 ძიუდოისტს ვიხილავთ, ამასთან, საინტერესოა, რომ ოთხ წონა გაორებული იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ. – თემურ ნოზაძე
81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ. – ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

0.135622